"ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს" - ფოთში გაუჩინარებული ქმარზე მოძალადე ქალის ამბავი

"ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს" - ფოთში გაუჩინარებული ქმარზე მოძალადე ქალის ამბავი

მილიციის პოლკოვნიკი ვახტანგ გვარამია ჟურნალ "გზასთან" განვლილ გზაზე და რამდენიმე დანაშაულის გამოძიებაზე ყვება:

- პირველი კურსი დავამთავრე და ერთთვიან პრაქტიკაზე ფოთის პროკურატურაში გამგზავნეს, სადაც არაჩვეულებრივი პიროვნება ნუგზარ კოკაია - საოცარი პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი კაცი გავიცანი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მეორე პრაქტიკაც, უკვე მესამე კურსის სტუდენტმა, მასთან გავიარე და სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავი. მოკლედ, ერთ დღეს მითხრა, მილიციაში უნდა წავიდეთო. სანამ პროკურატურიდან მილიციაში მივიდოდით, საქმის არსი ამიხსნა: "ორი წლის წინ ფოთში ქალი, გვარად გუზდენკო დაიკარგა. ის ე.წ. სპეკულანტი იყო. ხშირად მიდიოდა უკრაინაში, ლვოვის ოლქში და საქონელი ჩამოჰქონდა. ქალის ქმარი, ვინმე კორნიკოვი მძღოლად მუშაობდა. მან მეუღლის გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ, სასამართლოში განცხადება შემოიტანა, რომ მისი ცოლი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ეცნოთ და ქონება მისთვის გადაეფორმებინათ. ამ საკითხზე მუშაობისას რამდენიმე საეჭვო ყოფაქცევის ქალი ვიპოვეთ. ერთ-ერთმა თქვა, რომ კორნიკოვს სახლში ქალები მიჰყავდა და მათ ცოლის ნივთებს ჩუქნიდა".

მილიციაში ერთმა ქალმა ასეთი ჩვენება მოგვცა: "ერთხელ კორნიკოვის სახლში შემთხვევით, უჯრა გამოვაღე, სადაც ქალის პასპორტი ვნახე. კორნიკოვმა წამართვა. ვკითხე, - შენი ცოლი სად არის-მეთქი? - იქ, საიდანაც არავინ ბრუნდებაო"

ორი დღის დაკითხვების შედეგად, კორნიკოვის მიმართ ბევრი საეჭვო ფაქტები გამოიკვეთა, რაც გამოძიებას ეჭვის საფუძველს აძლევდა, რომ ქმარმა ცოლი მოკლა. კორნიკოვი დააკავეს. მასთან ოპერმუშაკი ნოე ხურცია მუშაობდა. საინტერესოა, რომ მაშინ გამოძიების დროს არც ბრალდებულს და არც დაზარალებულს ადვოკატი არ ჰყავდა. ის ინიშნებოდა მხოლოდ სასამართლო პროცესზე. კოკაია და მე ციხეში სხვა საქმეზე ვიყავით, როცა ხურციამ დარეკა: ნუგზარ, ჩქარა მოდი, კორნიკოვმა დანაშაული აღიარაო. მილიციაში გავქანდით. კორნიკოვი ამბობდა, რომ ცოლი ქონების მითვისების მიზნით მოკლა და გვამი მდინარეში გადააგდო, ჩემი გამოკითხვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ეზოში დამარხა. შემთხვევის ადგილას გავედით. იდგა რუსული "იზბის" ტიპის სახლი და ცალკე - პატარა შენობა, რომელიც აბანო ყოფილა. დაბალ, შეუხედავ და კუნთებიან კორნიკოვს ცოლი აბანოს იატაკქვეშ დაუმარხავს. გზაში გვითხრა, რომ ცოლი ლოთს, მუქთახორას ეძახდა და სცემდა კიდეც. შენობაში ორი პატარა ოთახი, რუსული აბანო და გასახდელი იყო.

კორნიკოვმა ჩვენება მოგვცა: "ჩემს ცოლს ვუთხარი, ვიბანაოთ-მეთქი, გავიხადეთ და აბანოში შევედით. ნაჯახი, რომელიც წინასწარ შევიტანე ოთახში, თავში ჩავარტყი..." მეზობლებმა დაადასტურეს, რომ გუზდენკო ძლიერი და შემტევი ქალი იყო და ქმარსაც ურტყამდა ხოლმე. კორნიკოვი არ დაუხვრეტიათ. რამდენი წელი მიუსაჯეს, არ მახსოვს...

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 აგვისტოს ნომერში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია