ფოთში სასმელი წყლის ჭაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში სასმელი წყლის ჭაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სასმელი წყლის ჭაში იპოვეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების თქმით, უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული შემთხვევა. "გამოძახებისთანავე შემთხვევის ადგილზე მისულებს დაგვხვდა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი. ის სასმელი წყლის ჭიდან ამოყვანილი იყო და ეზოში ესვენა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება", -განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა მაკა ჯამბურიამ.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია