თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ სამ ადამიანს შორის, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

როგორც ირაკლი ასაშვილმა აღნიშნა, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისივე თქმით, გარდაცვლილი მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებში ჩართულია სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო.

"18 აგვისტოს საღამოს საათებში, ჩანაქალედან ბანდირმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი, მძღოლის მიერ საჭის დაუმორჩილების გამო გადაბრუნდა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა სამი და დაშავდა 20 მოქალაქე. დაღუპულებს შორისაა საქართველოს მოქალაქე, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის საქართველოში გადასვენების პროცედურებში ჩართულია სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია