გორის ზოოპარკში დათვი მამაკაცს დაესხა თავს

გორის ზოოპარკში დათვი მამაკაცს დაესხა თავს

გორის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე მინიზოოპარკში დათვმა მამაკაცი დატორა.

არსებული ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემზღუდავი ჯებირის მიღმა გადავიდა და ამგვარად სცადა გალიაში მყოფი დათვის დაპურება, რა დროსაც, მტაცებელმა მამაკაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაზარალებული გორის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია