ბათუმში ზღვაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში ზღვაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, "სან-რემოს" მოპირდაპირედ, ნაპირიდან 500 მეტრში ზღვაში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მამუკა თურმანიძემ განუცხადა, 28 წლამდე მამაკაცი ორი დღის წინ გაუჩინარდა.

ცხედარი მაშველებმა დღეს 07:50 წყლის ზედაპირზე იპოვეს. თურმანიძის თქმით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და პირველადი მონაცემებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება. "გამოძიება დაადგენს რა გახდა გარდაცვალების მიზეზი," - განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია