ახალსოფელში ხანძარმა 5 ჰექტრამდე ვენახი და თხილის პლანტაციები გაანადგურა

ახალსოფელში ხანძარმა 5 ჰექტრამდე ვენახი და თხილის პლანტაციები გაანადგურა

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში რამდენიმე ჰექტარზე ვენახს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ვენახებში ბალახს ეკიდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის მონაცემებით, განადგურებულია 5 ჰექტრამდე ვენახი და თხილის პლანტაციები.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო ბრიგადები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია