ავარია ქერჩის ქუჩაზე - არიან დაშავებულები

ავარია ქერჩის ქუჩაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, ქერჩის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად სხეულის დაზიანებით სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმოს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია