ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
სათესლეები - ეს...
 
თავის ტკივილი ხუთ...
 
ჰერპესის ვირუსის შენიღბვის...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
13:03 / 04-03-2010
იაპონიაში ხუთი წლის ბავშვი მშობლებმა შიმშილით მოკლეს
Ambebi.Geშიმშილისაგან სიკვდილის პირას მისული 5 წლის ტომოკი იოსიდა ქალაქ საკურაის ოჯახური საკითხების განმხილველი ცენტრის თანამშრომლებმა, საკუთარ სახლში იპოვნეს, სადაც იგი მშობლებთან და 4 წლის დასთან ერთად ცხოვრობდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატარა დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ამ ეტაპზე ბიჭუნას მშობლები დაკავებულები არიან, საკუთარი საქციელი კი იმით ახსნეს, რომ  ბავშვი მათში ”სიყვარულს არ იწვევდა”.

საავადმყოფოში მიყვანისას ხუთი წლის ბიჭუნას სიმაღლე 85 სანტიმეტრი იყო, რაც ორი წლის ბავშვის სიმაღლეს შეესაბამება, წონა კი 5 წლის მოზარდის შესაბამისი წონის მხოლოდ ერთ მესამედი ჰქონდა.

ტომოკის დედამ დანაშაული აღიარა. ჩვენებაში მან განაცხადა, რომ იანვრის შემდეგ, ბავშვს მხოლოდ ოცდაოთხ საათში ერთხელ კვებვავდნენ, ბოლო ორი კვირის მანძილზე კი მას დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო და მხოლოდ წყალს ასმევდნენ.

გარდა ამისა პატარას სხეულზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს.

რაც შეეხება მეზობლებს, მათ დაკითხვისას განაცხადეს, რომ საერთოდ არ იცოდნენ თუ წყვილს ორი ბავშვი ჰყავდა, რადგან გარდაცვლილის მშობლებს, ქუჩაში მხოლოდ გოგონასთან ერთად ხედავდნენ. თუმცა ტომოკის სახლის ქვეშ მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ მუდმივად  ესმოდათ ბავშვის ტირილიდა ყვირილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეწყდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
12:46 / 09-09-2010  Image ვლადიკავკაზის ბაზარში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
ვლადიკავკაზის ცენტრში, აგრარულ ბაზარში აფეთქება მოხდა. რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული, დაშავებული კი "ძალიან ბევრია"
15:53 / 09-09-2010  Image ლარი კინგს პერს მორგანი შეცვლის
ტელეარხ CNN-ზე ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი პერს მორგანი შეცვლის
13:30 / 09-09-2010  Image ბობ მარლის ქალიშვილს სახლში მარიხუანა მოჰყავდა
მარლიმ განაცხადა, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გაანიავა და იძულებული გახდა, ფული მარიხუანის გაყიდვით ეშოვნა
10:56 / 09-09-2010  Image ბრიტნი სპირსის ყოფილი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ფლორესი ამტკიცებს, რომ 28 წლის სპირსი მას სექსუალურ თამაშებში ჩართვას აიძულებდა