ბამბის საამქროში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

ბამბის საამქროში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

თბილისში, აბუსერიძის ქუჩაზე ბამბის საამქროში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ადგილზე რამდენიმე ათეული სახანძრო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დამწვარია შენობის 800 კვ მეტრი ფართობი.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საამქროს ერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ბაძაღუამ განაცხადა, ზარალი დიდია და ის ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მისივე თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

"ამ წუთას შემატყობინეს, რაც მოხდა. შიგნით არ მიშვებენ, მაგრამ ზარალი სავარაუდოდ, ძალიან დიდია. ტერიტორიაზე, რომელიც დამწვარია, განთავსებული იყო საამქროს მუშაობისთვის მნიშვნელოვანი ინვენტარი. საამქრო აქამდე ჩვეულებრივად მუშაობდა. დასაქმებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ჩვენ ამ ზარალის ანაზღაურება საკუთარი სახსრებით არ შეგვიძლია და იმედია, ხელისუფლება დაგვეხმარება", - აცხადებს მამუკა ბაძაღუა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია