ძლიერი ავარია თამარაშვილის ქუჩაზე - ინტერნეტში სათვალთვალო კამერის კადრები გავრცელდა

ძლიერი ავარია თამარაშვილის ქუჩაზე - ინტერნეტში სათვალთვალო კამერის კადრები გავრცელდა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ძლიერი ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმოს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრები სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

იხილეთ ვიდეო: საზარელი ავარია თამარაშვილზე - სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ!

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია