პირველი ფოტოები ისნიდან, სადაც სასტუმროს ეზოში "ყვითელი ავტობუსი" შევარდა

 პირველი ფოტოები ისნიდან, სადაც სასტუმროს ეზოში "ყვითელი ავტობუსი" შევარდა

ისანში, სასტუმრო "რიჩის" ეზოში ე.წ ყვითელი ავტობუსი შევარდა. ავტობუსში დაახლოებით 20-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა. ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ე.წ. არამიანცის ეზოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში 18 პაციენტია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.

ნახეთ ყველა ფოტო ვიდეოფორმატში

ფოტო: ჯონი პატარკაციშვილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია