ბარათაშვილის ხიდთან ავარია მოხდა

ბარათაშვილის ხიდთან ავარია მოხდა

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი სხეულის საშუალო დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია