მიწისძვრიდან 9 დღის შემდეგ, იტალიელმა მაშველებმა ნანგრევებიდან გადარჩენილი ძაღლი ამოიყვანეს

 მიწისძვრიდან 9 დღის შემდეგ, იტალიელმა მაშველებმა ნანგრევებიდან გადარჩენილი ძაღლი ამოიყვანეს

იტალიის ეროვნულმა სახანძრო სამსახურმა, რომელიც ქალაქ ამატრიჩეში სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ახორციელებდა, ნანგრევებში ჩამარხული ოქროსფერი რეტრივერი გადაარჩინა.

ძაღლი 24 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, მეცხრე დღეს იპოვეს. რეტრივერს, სახელად რომეოს, ყეფის ხმაზე მიაგნეს. როდესაც ძაღლმა სახლის ნანგრევებთან პატრონების მიახლოება იგრძნო, ყეფა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ძაღლის პატრონები დანგრეულ სახლთან ნივთების წასაღებად მივიდნენ. მათ ოთხფეხა მეგობარს სახელი დაუძახეს და ყეფის ხმაც მოესმათ.

ყეფის ხმაზე მაშველებმა მაშინვე დაიწყეს ძაღლის ძებნა ნანგრევებში და იქიდან ძაღლი ამოიყვანეს. რომეოს მაშინვე დაალევინეს წყალი და პატრონებს დაუბრუნეს იხილეთ ფოტო და ვიდეო აქ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია