ბუბაშვილების ოჯახის ორი ტრაგედია - რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდა სოპრანო და მისი უმცროსი ძმა

ბუბაშვილების ოჯახის ორი ტრაგედია - რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდა სოპრანო და მისი უმცროსი ძმა

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქართველი სოპრანოს სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა - მოსკოვში სასწავლებლად ჩასული 25 წლის ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა. ანამ თბილისში კონსერვატორია წარმატებით დაამთავრა, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა. დიდ საოპერო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და როგორც ამბობენ, ძალიან მალე დაიკავებდა თავის ადგილს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე. თუმცა, არ დასცალდა... ანას შესახებ მისი მეგობრები და ნათესავები ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობენ:

ელზა ქარქაშაძე (ნათესავი): თბილი გოგო იყო და მის გარშემო სულ ღიმილი ტრიალებდა. გამოირჩეოდა ვოკალური მონაცემებით და ოჯახიც ხელს უწყობდა, დედა სულ მასთან ერთად იყო. ბავშვობიდან მღეროდა, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდა და იმარჯვებდა. ზაფხულობით სულ ერთად ვიყავით, მის დებთან და პატარა ძმასთან ერთად, რომელიც, სამწუხაროდ, დაიღუპა.

- რა ვითარებაში დაეღუპა ძმა?

- დაახლოებით 5 წლის წინ, ექსკურსიაზე, 14 წლის გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო მოულოდნელი, არანაირი ავადმყოფობა ბავშვს არ ჰქონია. უცბად მოხდა ყველაფერი. წავიდა ბორჯომში ექსკურსიაზე და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, ბავშვი დაიღუპაო. ანას დიდი სტრესი აქვს გადატანილი, ფაქტობრივად, მისი და მისი დების ხელში გაიზარდა დათუნა, დათუნაც ისეთი ბავშვი იყო - თბილი, მოსიყვარულე, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან. საერთოდ, ოჯახია ისეთი, რომ ხუთივე და-ძმა თბილი და მოსიყვარულეები არიან. სამწუხაროდ, ამ საოცარ ადამიანებს ასეთი უბედურება დაატყდათ თავს. ანას ამბავმა კიდევ უფრო დაამძიმა მათი მდგომარეობა.

- ანასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ორ ვერსიას განიხილავენ: თვითმკვლელობას და შემთხვევითობას. ოჯახის წევრები, ნათესავები რა ინფორმაციას ფლობთ?

- ჯერჯერობით, დასკვნა არაა და გამოძიება მიმდინარეობს. ამიტომ, ზუსტად ვერავინ ვერაფერს იტყვის. უბრალოდ, ჩემი გადმოსახედიდან, გამორიცხულია, ანას თავი მოეკლა. ანას ცხოვრება ისე წავიდა, მიუხედავად იმ დიდი სტრესისა, რაც დათუნას გარდაცვალებამ გამოიწვია ოჯახში, მთელი არსებით ჩართული იყო თავის პროფესიაში და დიდი წარმატებებიც ჰქონდა. იმდენად კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ისე დატვირთული იყო, გამორიცხულია თავი მოეკლა.

- სადაც ოჯახი ცხოვრობდა, იმ ბინაში მოხდა ეს უბედური შემთხვევა?

- დიახ, თავის სახლში. ოჯახს საკუთარი ბინა აქვს მოსკოვში. დედა სულ მასთან იყო, რადგან რთულია ამხელა ქალაქში ბავშვის მარტო გაშვება. ანაც აგვისტოში საქართველოში ისვენებდა და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მოსკოვში. დედა იმ დღეს ჩავიდა და ასეთი სიტუაცია დახვდა. მოსკოვში, ოლიმპიურ სოფელში მე-12 სართულზე ჰქონდათ ბინა. გამოძიების დასკვნები ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. პატარ-პატარა პრობლემა ყველა ოჯახშია, მაგრამ ეს ორი, ძალიან დიდი განსაცდელი, სრული შოკია, ამ კეთილ, შრომისმოყვარე, ინტელიგენტური ოჯახისთვის.

ნინო სანებლიძე

ჟურნალი "თბილისელები"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია