ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბათუმში, ე.წ ბენზეს დასახლებაში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა, უკრაინის მოქალაქეა. ის სასტუმროს ტიპის სახლში დასასვენებლად მამასთან ერთად იმყოფებოდა.

რაც შეეხება მამაკაცს, რომელიც მის დასახმარებლად აუზში გადახტა, არსებული ინფორმაციით, სასტუმროს მეპატრონის ბიძაშვილია.

თავდაპირველი ინფორმაციით, რომელიც ჟურნალისტებს ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა მიაწოდა, დაშავებულები მამა-შვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნული არ დადასტურდა.

რაც შეეხება შემთხვევის მიზეზს, როგორც ადგილობრივები ყვებიან, აუზიდან წყლის ამოტუმბვა ხდებოდა, რა მიზნითაც შესაბამისი ელექტრომოწყობილობა იყო ჩართული. აუზში ელექტროენერგია, რის შედეგადაც ბავშმაც და ახალგაზრდა მამაკაცმაც დენის დარტყმა მიიღეს, სწორედ აქედან გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ბავშვის სიცოცხლეს კი, არსებული ინფორმაციით, საფრთხე აღარ ემუქრება.

"საქართველოს ბანკის" დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა