სტიქია ოზურგეთში - ქარბორბალამ 50-ზე მეტ სახლს სახურავი გადახადა

სტიქია ოზურგეთში - ქარბორბალამ 50-ზე მეტ სახლს სახურავი გადახადა

ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ინფორმაციით, ქარბორბალას შედეგად დაზიანებული სახლების რაოდენობა ამ ეტაპზე 50-ზე მეტია.

როგორც ბეგლარ სიორიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ უბანში - გაკირულში სახლებს სახურავი გადახადა.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა ერთ ოჯახში, სადაც მიცვალებულია.

"ძლიერ წვიმასთან ერთად იყო ქარბორბალა, რომელმაც 50-ზე მეტ სახლს მოხადა სახურავი. რაც უკვე ვნახეთ დაახლოებით, 50-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული. როგორც კი გამოვა ამინდი, ყველა ოჯახში მივალთ და ვნახავთ მდგომარეობას. განსაკუთრებით მძიმე სურათი გვქონდა ერთ ოჯახში, სადაც მიცვალებულია, ქარმა სრულად გადახადა სახლს სახურავი, სამაშველო სამსახური დაგვეხმარა და დროებითი სახურავი გადავაფარეთ", -აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.

ოზურგეთში დღეს ძლიერი წვიმა და ქარია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია