სახურავგადახდილი სახლები და წაქცეული ხეები - კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა

 სახურავგადახდილი სახლები და წაქცეული ხეები - კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა

კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ამის მიუხედავად, მისივე თქმით, სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა და კახეთის არცერთ რაიონში ყურძნის მოსავალი არ დაზიანებულა.

"ქალაქ გურჯაანში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ, მრავალბინიან შენობას გადახადა სახურავი. გუშინვე მივიდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. ლაგოდეხის რაიონში არის კიდევ რამდენიმე კერძო სახლზე დაზიანებული სახურავი და იქაც, მუნიციპალიტეტი თავისი ძალებით გადახურავს დაზიანებულ სახლებს. ასევე ყვარელში, ნუკრიანსა და ჩალაუბანში იყო ხეები წაქცეული, ტოტები მოტეხილი, ყველა სამუშაო გუშინვე, ოპერატიულად შესრულდა და მაგისტრალზე მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე წუთით იყო გადაკეტილი", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია