"ახალი გზით არ წამოხვიდეთ საბურთალოს მიმართულებით, სიცოცხლისთვის საშიშია!"

"ახალი გზით არ წამოხვიდეთ საბურთალოს მიმართულებით, სიცოცხლისთვის საშიშია!"

თბილისში ბოლო ერთი საათია ძლიერად წვიმს. წვიმამ რამდენიმე ქუჩაზე წყლის ნაკადი წარმოქმნა. ბახტრიონზე, კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პეკინის ქუჩებზე წყლის ძლიერი ნაკადია.

ინტერნეტმომხმარებელი თაკო ჯიბუტი ფეისბუქის გვერდზე ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ წყლის დონე გზაზე საგრძნობლად მომატებულია.

ნახეთ ფოტოები თბილისის ქუჩებიდან

"მეგობრებო, ახალი გზით არ წამოხვიდეთ საბურთალოს მიმართულებით, სიცოცხლისთვის (ისევ!) საშიშია" - წერს თაკო ჯიბუტი.

ძლიერი წვიმისა და პიკის საათის გამო დედაქალაქის გზებზე საცობებია. საცობები ძირითადად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედანზე, პეკინის გამზირზე, სააკაძის მოედანზე და ბარათაშვილის აღმართზეა.

საავტომობილო მოძრაობა ასევე შეფერხებულია მარშალ გელოვანის გამზირზეც. ინტენსიური მოძრაობაა აგრეთვე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე.

ფოტო: თაკო ჯიბუტი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია