ქობულეთში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ქობულეთში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. ქობულეთის სოფლებში- ალამბარში, ქვედა და ზედა სამებაში, ქაქუთში და სოფელი ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განაცხადა, ხუთ სახლთან ახლოსაა ჩამოწოლილი მასა, თუმცა ამ ეტაპზე გასახლების საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მიწამ შიდასასოფლო გზებიც ჩაკეტა.

"მეწყრის შედეგად გზები ჩაკეტილი იყო სოფლებში, დღეს ოთხი ერთეული ტექნიკა მუშაობდა, გაიხსნა გზები და ხვალაც გაგრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ხუთ ოჯახთან ახლოსაა მეწყერი ჩამოწოლილი, რაც გეოლოგიური სამსახურის მიერ იქნება შესწავლილი, თუმცა ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ.

მისივე თქმით, ქალაქი ქობულეთი ამჯერად არ დატბორილა, გაწმენდილი იყო სამელიორაციო სისტემა და წყლის უხვი ნაკადები გაიწოვა. ქობულეთის გამგეობის სტიქიის შემსწავლელი კომისია ზარალს დაითვლის, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია