"ლიბერთი ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

"ლიბერთი ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

დღეს "ლიბერთი ბანკის" კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ამჯერად, მძარცველი დადიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ბანკიდან წაღებულია თანხა, თუმცა მისი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღეს "ლიბერთი ბანკის" გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ფილიალიც დააყაჩაღეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია