წუხელ თბილისში ტრანსგენდერს თავს დაესხნენ - დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

წუხელ თბილისში ტრანსგენდერს თავს დაესხნენ -  დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გვიან ღამით თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერზე თავდასხმა მოხდა. ის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც უფლებამდაცველი გიორგი ტატიაშვილი აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც პირებს გენდერული იდენტობის გამო ასე უსწორდებიან და მძიმე ფიზიკურ მდგომარეობამდე მიჰყავთ. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პრევენციული ღონიძიებების გატარებას სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან და ვითხოვთ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია