ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 24 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ბათუმი-ჩაქვის გზაზე მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ტრაილერზე გასწრებას ცდილობდა, რამაც ავარია გამოიწვია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია