საბურთალოზე დათვის ბელს ჯერ კიდევ ეძებენ

საბურთალოზე დათვის ბელს ჯერ კიდევ ეძებენ

საბურათალოს რაიონში, იყალთოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვის ბელს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილური ჯგუფი მუშაობს.

დათვის ბელის ძებნა წუხელ, სააგენტოში შესული ზარის საფუძველზე დაიწყო. როგორც "ინტრერპრესნიუსთან" საუბრისას თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა თეიმურაზ ფხალაძემ განაცხადა, სააგენტოში ზარი იყალთოს ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრებლისგან შევიდა. იგი ამბობდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დათვის ბელი შენიშნა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია