თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

იხილეთ ასევე: სამსახურში გარდაცვლილი ასობით ადამიანი საქართველოში - რატომ ვერ იცავენ დასაქმებულთა უსაფრთხოებას

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია