მეტრო "ნაძალადევში" უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

მეტრო "ნაძალადევში" უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

მეტროსსადგურ "ნაძალადევში" უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ვაგონიდან გამოვიდა, უსაფრთხოების წესები არ დაიცვა, რის გამოც მატარებლის მოძრავი შემადგენლობა დაეჯახა.

როგორც AMBEBI.GE-ს კომპანიიდან აცნობეს, მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"თბილისის მეტროში დღეს, 15:57 საათზე, სადგურ "ნაძალადევში" უბედური შემთხვევა მოხდა. ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები, დაეჯახა მოძრავი შემადგენლობა. მამაკაცს ადგილზე დროულად აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ამ მომენტისათვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა ნაძალადევის სადგურისა. ადგილზე, გამოძიების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია