კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული რამდენიმე სამხედრო თბილისში გადმოჰყავთ

კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული რამდენიმე სამხედრო თბილისში გადმოჰყავთ

კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული რამდენიმე სამხედრო თბილისში გადმოჰყავთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთა ტრანსპორტირება კახეთიდან თბილისში ხდება, შედარებით მძიმეა.

შიოლაშვილისთვის უცნობია, კონკრეტულად რამდენი ჯარისკაცი გადმოჰყავთ დედაქალაქში, თუმცა აცხადებს, რომ სავარაუდოდ საუბარია 3-4 სამხედროზე.

რაც შეეხებათ დანარჩენ სამხედროებს, რომლებიც დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, შიოლაშვილის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უწყების კუთვნილ, "კამაზის" მარკის" ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია