მძღოლი, რომელიც ორ ახალგაზრდას დაეჯახა, იდენტიფიცირებულია - შსს-ს კომენტარი ავარიაზე, რომელმაც "ფეისბუქი" შეძრა

მძღოლი, რომელიც ორ ახალგაზრდას დაეჯახა, იდენტიფიცირებულია - შსს-ს კომენტარი ავარიაზე, რომელმაც "ფეისბუქი" შეძრა

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ავარიის ვიდეომ, რომელიც ქუთაისშია გადაღებული, "ფეისბუქი" მოიცვა. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადადის ორი ახალგაზრდა "ზებრაზე", თუმცა მოულოდნელად მათ მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაეჯახა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდებმა სხეულის დაზიანება მიიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მძღოლი, რომელიც ახალგაზრდებს დაეჯახა, იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული არ არის. მათი ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ქედაში ავტობუსი გადაბრუნდა - დაშავებულია 15 ადამიანი

თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში ორ ბავშვს მუნი აღმოაჩნდა

ავარია ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე - გარდაცვლილია ქალი და ბავშვი