მტკვარში 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ახლობლები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა მოკლეს და მდინარეში გადააგდეს

მტკვარში 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს -  ახლობლები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა მოკლეს და მდინარეში გადააგდეს

რუსთავში, მდინარე მტკვარში წუხელ ღამით 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპული იდენტიფიცირებულია. 21 წლის გიორგი ზაბახიძის ოჯახის წევრებისა და მეზობლების მტკიცებით, გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება და სისხლჩაქცევები აღენიშნება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ახლობლები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს.

იხილეთ ვიდეო

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია