მოგლეჯილი ხეები და სახურავახდილი სახლები - ძლიერ ქარს დასავლეთ საქართველოში პრობლემები მოყვა

მოგლეჯილი ხეები და სახურავახდილი სახლები - ძლიერ ქარს დასავლეთ საქართველოში პრობლემები მოყვა

ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რამდნიმე რაიონში პრობლემები შექმნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა - ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები. უფრო კონკრეტულად, ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებია დაზიანებული ასევე ფოთში.

მათივე განმარტებით, სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური.

"ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტებში. უფრო მეტად პრობლემურია ზუგდიდის, ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტები, სადაც ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექროგადამცემი ხაზები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ყველა პრობლემურ კერაზე მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქუთაისშიც. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ავტოფარეხი. ადგილობრივების ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ავტოფარეხს სახურავი გადახადა, რომელიც გვერდით მდებარე მეორე ავტოფარეხს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიც დააზიანა.

უამინდობაა სამტრედიაშიც. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარმა ხე მოგლიჯა. რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი კი სახურავის გარეშე დარჩა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია