მეგობარმა 7 ტყვია ესროლა - მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მეგობარმა 7 ტყვია ესროლა - მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სენაკში დაჭრილი 35 წლამდე მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

დაჭრილს შვიდი ტყვია ესროლეს. ერთი - თავის არეში, ხუთი - მუცლის ღრუში.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მოსკოვში დაწყებულ უთანხმოებას უკავშირდება, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდი მოკლეს.

ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ. ექიმის განმარტებით, მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ამ წუთებში ოპერაცია უკეთდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია