ავარია ახალციხეში - არის მსხვერპლი

ავარია ახალციხეში - არის მსხვერპლი

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ახალციხე-ხაშურის სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, ამ დროისათვის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, თუმცა რადგან შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, ის მეხუთე ნაწილით გადაკვალიფიცირდება. აღნიშნული მუხლი, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია