ძლიერმა ქარმა სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა. დამძიმდა იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც წინა სტიქიის დროს დაზარალდნენ. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.

ნატანებში დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები სწავლობენ. დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი შესაბამის დახმარებას უახლოეს პერიოდში გაუწევს. ძლიერი ქარის მიუხედავად ნატანებში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია