თამარ მეფის ხიდთან ავტომანქანა მტკვარში გადავარდა

თამარ მეფის ხიდთან ავტომანქანა მტკვარში გადავარდა

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს BMW-სა და Subaru-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც Subaru მძღოლთან ერთად მტკვარში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი და მძღოლი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს.

გამოყენებულია "რუსთავი 2"-ის ფოტო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია