საქართველოს ორ სხვადასხვა რეგიონში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს ორ სხვადასხვა რეგიონში მიწისძვრა მოხდა

გამთენიისას საქართველოში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვის პირველი შემთხვევა დღეს, 03:24 საათზე მოხდა და ეპიცენტრი გორში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდას შეადგენდა. აღნიშნული შემთხვევიდან 2 წუთში, 03:26 საათზე, კიდევ ერთი მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ყაზბეგის რაიონის სოფელი გველეთი იყო. სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია