ჩინელმა კაცმა სავაჭრო ცენტრში თავი მოიკლა, რადგან შეყვარებულმა შოპინგზე 5 საათი ატარა

ჩინელმა კაცმა სავაჭრო ცენტრში თავი მოიკლა, რადგან შეყვარებულმა შოპინგზე 5 საათი ატარა

მამაკაცებს, როგორც წესი შოპინგზე სიარული არ უყვართ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეუღლე-შეყვარებული-პარტნიორი აიძულებთ ამას. თუმცა, ის რაც ჩინეთში მოხდა, საყიდლებზე მოსიარულე მამაკაცის სასოწარკვეთის პიკია.

ეს ამბავი 2013 წელს ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ჩინელი კაცი, რომელსაც ყელში ამოუვიდა შეყვარებულის წინასაშობაო საყიდლები, მეშვიდე სართულიდან გადმოხტა და ასე დაასრულა სიცოცხლე ასობით ადამიანის თვალწინ. მას ნერვებმა მაშინ უმტყუნეს, როცა გოგონამ სთხოვა, კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინათ ფეხსაცმლის მაღაზიები.

38 წლის ტაო ჰსიაო თავის შეყვარებულთან ერთად ჩუჟოუს ცენტრში, სავაჭრო ცენტრ "გოლდენ იგლ ინთერნეიშენალში" საყიდლებზე იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ხუთი საათი სავაჭრო ცენტრში სიარულში გაატარა, ტაომ მოთმინება დაკარგა და თავის პარტნიორს სთხოვა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ შენობა.

"მან უთხრა გოგონას, უკვე იმდენი ფეხსაცმელი გაქვს, მთელი ცხოვრება ვერ მოახერხებ ყველას ჩაცმას და რაღა აზრი აქვს კიდევ ახლის ყიდვასო. ამის შემდეგ გოგონამ ყვირილი დაიწყო, შობა ჩამიშალეო. ძალიან დაძაბული კამათი ქონდათ" - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. სავაჭრო ცენტრის სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა, როგორ ყრის ძირს ტაო ნავაჭრს, კოსმეტიკის სექციიდან გამორბის და მეშვიდე სართულიდან ხტება. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია