ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით საცობია

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით საცობია

დიღომში, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია. აღმაშენებლის ხეივნიდან მარშალ გელოვანის გამზირის მიმართულებით მანქანები გადაადგილებას პრაქტიკულად ვერ ახერხებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საცობის მიზეზი აღმაშენებლის ძეგლთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

მათი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა ერთი ავტომობილის მძღოლი და მეორე ავტომობილის მგზავრი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია