სირიაში ავიაიერიშს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

სირიაში ავიაიერიშს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. kvirispalitra.ge-ს ინფორმაციით, რამზან ბაღაკაშვილი ავიაიერიშებს ემსხვერპლა.

არსებული ცნობით, ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა.

"როდესაც პანკისის ხეობიდან ამ ორი ახალგაზრდის წასვლის ფაქტი გახმაურდა, 2015 წლის 14 ივნისს ჩატარდა სპეცოპერაცია და ტერორიზმის ბრალდებით შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის აიუფ ბორჩაშვილი. სწორედ პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს ედავებოდნენ 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რაზმან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებას", - წერს kvirispalitra.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია