სასწრაფოდ: ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

სასწრაფოდ: ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას kutaisitoday ავრცელებს.

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო ეკიპაჟების მობილიზება მიმდინარეობს. მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ინფორმაციაზე გამოყენებულია ნოდარ ლომჯარიას ფოტო, რომელიც სოციალური ქსელში გავრცელდა. ლომჯარიას ინფორმაციით, მატარებელს ცეცხლი ლანჩხუთამდე არმისული წაეკიდა. მიზეზი უცნობია.

მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს.

როგორც რკინიგზაში განმარტავენ, არ დაზიანებულა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც და მოძრაობა უკვე აღდგენილია. რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის მიზეზებს, ამის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია