მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ქუთაისიდან-ბათუმის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს.

როგორც რკინიგზაში განმარტავენ, არ დაზიანებულა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც და მოძრაობა უკვე აღდგენილია. რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის მიზეზებს, ამის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ფოტო: ლაშა ნადირაშვილი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია