შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზაზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზაზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნაღვარევში, ხაბელაშვილებსა და ჭვანის ხეობაში დღის განმავლობაში საავტომობილო გზაზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა. შემთხევევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნული სოფლების მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ზვავი ჩამოწვა და საგზაო მოძრაობა შეფერხდა. შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი მეტრნახევარს აღწევს. შიდა სასოფლო გზების გაწმენდა კი ეტაპობრივად მიმდინარეობს. რაც შეეხება ჩამოწოლილ ზვავს, მძიმე ტექნიკა დღის განმავლობაში ინტენსიურად ასუფთავებდა.

ებრალიძის თქმით, სამუშაოები ხვალ განახლდება და მაღალმთიან სოფლებში მისასვლელი გზა უახლოეს დღეებში სრულად აღდგება. "ჩვენი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის საშუალებით შიდა სასოფლო გზებს ინტენსიურად ასუფთავებდნენ, რა დროსაც ცალკეულ სოფლებში საავტომობილო გზაზე ზვავი დაფიქსირდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. უხვი ნალექის გამო, ყველა სოფელთან მისასვლელი გზა ამ დრომდე არ არის გაწმენდილი, თუმცა უახლოეს დღეებში ყველა სოფელთან მისასვლელი გზა სრულად გაიწმინდება",- აღნიშნა შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია