ქუთაისში გამარჯვების მოედანზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.