სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის სავარაუდოდ სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი

სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის სავარაუდოდ სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი

ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას, - ამის შესახებ "ინტერპრენიუსს" სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეჭვის გაჩენისთანავე, სააგენტოსთან ერთად საქმის მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

სოციალური სააგენტო საზოგადოებას მოუწოდებს, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ მოახდინონ ბავშვისა და სააღმზრდელო დაწესებულების იდენტიფიცირება.

"რეფერირების პროცედურების შესაბამისად, შემთხვევის შესახებ ეცნობა შსს-ს, რომელმაც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად უკვე დაიწყო გამოძიება. სააღმზრდელო დაწესებულებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს, რომლებთანაც მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სავარაუდო მოძალადე უკვე გაყვანილია დაწესებულებიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლობს შსს-სთან და ელოდება გამოძიების დასრულებას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამინისტრო დააყენებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს.

იმის გამო, რომ თემა საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია, გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას: ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით - არ მოახდინონ სააღმზრდელო დაწესებულების და შესაბამისად, ბავშვების იდენტიფიცირება. სახელმწიფო უწყებები მზად არიან გამოძიების დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც თავად ფაქტის შესახებ, ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც გამოძიების დასკვნის შემდგომ განხორციელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია