ქალი, რომელიც ხიდიდან მტკვარში გადახტა, გარდაცვლილი იპოვეს

ქალი, რომელიც ხიდიდან მტკვარში გადახტა, გარდაცვლილი იპოვეს

ქალი, რომელიც ბორჯომში ხიდიდან მტკვარში გადახტა, გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის "სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით" მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან, მოქალაქე მტკვარში დღეს გადახტა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ქალმა ხიდზე სკამი მიიტანა, სკამზე ავიდა და წყალში გადახტა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია