საზარელი ავარია რუსთავში - გარდაცვლილია სამი ადამიანი, არიან დაშავებულები

საზარელი ავარია რუსთავში -  გარდაცვლილია სამი ადამიანი, არიან დაშავებულები

რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, ერთმანეთს "ბეემვესა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. არიან დაშავებულებიც.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატროლო და სამედიცინო ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია