უბედური შემთხვევა ორთაჭალაში - მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ორთაჭალაში - მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა

ორთაჭალაში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილია მძღოლი. მისი ვინაობა, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია