ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტაში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია