თამარ მეფის ქუჩაზე ხანძრის შედეგად რამდენიმე სახლი დაიწვა

თამარ მეფის ქუჩაზე ხანძრის შედეგად რამდენიმე სახლი დაიწვა

თბილისში, თამარ მეფის 18 ნომერში ძლიერი ხანძრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის განცხადებით, ხანძრის შედეგად ერთი ხანდაზმული ქალბატონი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძარი, მეზობლების თქმით, სავარაუდოდ ძველმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე დიდუბის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელთა თქმით, ზარალის დათვლა დაიწყება. მათივე განცხადებით, გამგეობა დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება. ადგილზე სახანძრო და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის უკვე ჩამქრალია ხანძრის ძირითადი კერა. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია