თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა: ეჭვმიტანილმა ქალი სავარაუდოდ თოკით გაგუდა

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა: ეჭვმიტანილმა ქალი სავარაუდოდ თოკით გაგუდა

თბილისში მკვლელობა მოხდა. აღმაშენებლის გამზირზე 45 წლამდე ასაკის ქალია მოკლული. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ის ქალის ქმარია და როგორც ოჯახის მეზობლებმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადეს, ეჭვმიტანილი პოლიციას თავად ჩაბარდა.

გარდაცვლილი მეზობლებმა სახლში იპოვეს. მათივე თქმით, ქმარმა ცოლი სავარაუდოდ, თოკით გაგუდა.

ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია