ჭიათურის მაღაროში დაშავებულ მუშას ოპერაცია ესაჭიროება

ჭიათურის მაღაროში დაშავებულ მუშას ოპერაცია ესაჭიროება

ჭიათურაში, სოფელ პერევისას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი დაშავებული მუშიდან ერთ-ერთი ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. ნუგზარ შეყილაძე ზესტაფონის კლინიკაში სისხლჩაქცევითა და მუხლის დაზიანებით მიიყვანეს.

როგორც კლინიკა "ფერომედში" აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურია, თუმცა, მუხლზე ოპერაცია ესაჭიროება. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის სახლში უკვე გაწერეს.

დაზარალებულები მომხდარს გაუთვალისწინებელ შემთხვევითობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. "ვერ გეტყვით რა მოხდა. მივეცი დავალება თანამშრომელს, რომ უნდა აეფეთქებინა #2 სანგრევი. აფეთქებამდე თავზე ვედექი და ვუყურებდი. თავიდან მარტივად მოუკიდა და ააფეთქა რამდენიმე. მერე გაუჭირდა მოკიდება და მოხდა აფეთქება. პირველი ტალღა მე დამეჯახა. თავად ფეთქითი სამუშაოების მწარმოებელი კი შედარებით ნაკლებად დაზიანდა, რადგან ის მეორე მხარეს იდგა", – ამბობს ნუგზარ შეყილაძე.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ზაქარია ზალიკაშვილი ამბობს, რომ თანამშრომლებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. "ერთი უკვე შეუდგა მუშაობას, მეორეს კი მყესი აქვს დაზიანებული. როგორც სხვა შემთხვევაში, საწარმო მათ ხარჯებსაც დააფინანსებს",–აცახდებს ზაქარია ზალიკაშვილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია