ქუთაისში პატრულმა პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვა

ქუთაისში პატრულმა პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს.

ამის შესახებ იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი თქმით, ახალშობილი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

VIDEO| შობის ღამეს ქუთაისში ჩვილი ქუჩაში მიატოვეს - "ჩემი და საპირფარეშოში შედიოდა და თავიდან კატის კნავილი ეგონა"

როგორც ცნობილია, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო: topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია